პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მექსიკაში ქარიშხალ ჯონის დამანგრეველ შედეგებს სულ მცირე 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხლის გამო, რომელსაც დამანგრეველი წყალდიდობა და მეწყერი მოყვა, წყნარი ოკეანის სანაპიროდან, მიჩოაკანიდან ოახაკამდე მოსახლეობა სრულიად ევაკუირებულია.
ქარიშხალი ჯონი წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლზე ერთი კვირის განმავლობაში მძვინვარებდა, რასაც შედეგად მეწყერი და წყალდიდობა მოყვა. სამხრეთ-დასავლეთ მექსიკაში დაიტბორა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები.
მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ, გარეროს შტატში 18 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადამიანების უმეტესობა ღვარცოფის შედეგად განადგურებულ სახლებში დაიღუპა.
ქარიშხალი პარასკევისთვის ჩაწყნარდა და ამჟამად აქტიური აღარაა.
"აშენდა თავშესაფრები და სამზარეულოები, ნაწილდება საკვების მარაგი. საბედნიეროდ, წყალი ახლა იკლებს და დაზარალებულთა დახმარება კვლავ გაგრძელდება". - წერს მექსიკის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, თავის X-ზე.
მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ქარიშხალს ოკეანის თბილი ტემპერატურა აძლიერებს, რის გამოც ქარიშხალი უფრო სწრაფად ძლიერდება და სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას ნაკლები დრო რჩება შედეგებთან გასამკლავებლად.