„მე და ზენდეია დროდადრო სპაიდერმენის ფილმებს ვუყურებთ ხოლმე“ - ტომ ჰოლანდი

ზენდეია- ჰოლანდი

მსახიობი ტომ ჰოლანდი აღნიშნავს, რომ ის და ზენდეია თინეიჯერობის გასახსენებლად ადამიან ობობას უყურებენ ხოლმე. წყვილმა პიტერ პარკერისა და ემჯეის როლები ადამიანი ობობას სამ ფილმში Spider-Man: Homecoming, Spider-Man: Far From Home-სა და Spider-Man: No Way Home-ში ითამაშა.

საზოგადოება დიდხანს ეჭვობდა, რომ სპაიდერმენის ვარსკვლავები რეალურ ცხოვრებაშიც ერთად იყვნენ. საბოლოოდ, ზენდეიამ და ტომმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში აღიარეს, რომ ერთმანეთს ხვდებიან და მათი ურთიერთობაც ოფიციალურად დაადასტურეს.

„მე და ზენდეია დროდადრო სპაიდერმენის ფილმებს ვუყურებთ ხოლმე და გადაღებების პერიოდს ვიხსენებთ, როცა ორივე 19 წლის ვიყავით.

ეს ფილმები ძალიან მიყვარს და ვცდილობ, მათ იმდენად ხშირად არ ვუყურო, რადგან ჩემთვის განსაკუთრებულია. უდიდესი საჩუქარია, როცა ამ ფორმით შენი წარსულისა და თინეიჯერობის გაცოცხლება შეგიძლია", — აღნიშნავს ტომი.

მოგვიანებით, ტომი და ზენდეია Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე წყვილის სტატუსით გამოჩნდნენ. ამის შემდეგ მათ შორის უამრავი გულის ამაჩუყებელი მომენტის მომსწრენიც გავხდით, თუმცა წყვილი მუდმივად ცდილობს, მათი ურთიერთობა კონფიდენციალურად შეინარჩუნოს.

ასევე დაგაინტერესებთ:

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ავსტრალიელ მამაკაცს, რომელიც გამოკეტილ შვილს ათობით წელი აუპატიურებდა, შეიძლება სასჯელი შეუმსუბუქონ