მარკ რუტე: დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის ძალისხმევა საბოლოოდ მშვიდობას დააბრუნებს ევროპაში

მარკ რუტე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა ევროპაში მშვიდობის დამყარებით დასრულდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მდგრადი ძალისხმევა საბოლოოდ მშვიდობას დააბრუნებს ევროპაში“, - განაცხადა რუტემ.

ეს განცხადება გაკეთდა სტივ უიტკოფისა და ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე.