პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ინგლისში, 7 თვის ჩვილი მამამ სცემა, რის გამოც ბავშვი დაინვალიდდა. ცოტა ხნის წინ კი გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბავშვი (ნელსონი) 22 ოქტომბერს საავადმყოფოში ყოფნის დროს, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. თავდასხმა 2016 წელს მოხდა. როდესაც მამამ ის სცემა, ბავშვი მაშინ 7 თვის იყო.
მას დაუდგინეს ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია. ცემის შემდეგ, ბავშვმა კიდევ 8 წელი იცოცხლა და 9 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2018 წელს, ბავშვისთვის მიყენებული დაზიანებების გამო მამაკაცს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
2022 წელს ბავშვს დაუდგინეს მძიმე სეფსისი, რის გამოც ჩაუტარდა ოპერაცია. 2024 წლის ოქტომბერში ნელსონი ვირუსით დაინფიცირდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მას მძიმე ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ორი ინფარქტი მიიღო.
BBC-ის ცნობით, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, პოლიციამ საქმე ახლიდან გახსნა და გამოიძიებს, წაუყენოს თუ არა ნელსონის მამას ახალი ბრალდება.