მაიკ რაიანი: შანსი გვაქვს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა და ლოკდაუნი მიმდინარე წელს დავასრულოთ

მაიკ რაიანი

თუ ვაქცინაციისა და მედიკამენტების უთანასწორობის პრობლემას მოვაგვარებთ,  შანსი გვაქვს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და ლოკდაუნი მიმდინარე წელს დავასრულოთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა. 

ინფორმაციას  AP ავრცელებს.

„შესაძლოა, კოვიდი ბოლომდე ვერ აღმოიფხვრას,  რადგან ასეთი პანდემიური ვირუსი საბოლოოდ ეკოსისტემის ნაწილი ხდება. თუმცა, შანსი გვაქვს, მიმდინარე წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა დავასრულოთ, თუ გავაკეთებთ იმას, რაზეც ვსაუბრობდით.

ვაქცინაციის გზით, დაავადების სიხშირე დაბალ დონემდე უნდა დავიყვანოთ, რათა აღარავინ ემსხვერპლოს ტრაგედია სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების ჩამოშლამ გამოიწვია და არა ვირუსმა“, - განაცხადა რაიანმა.