1734086254
ლაჰორში ჰაერის დაბინძურების გამო სკოლები ერთი კვირით დაიხურა
ჰაერის უპრეცედენტო დაბინძურების გამო, პაკისტანის ქალაქ ლაჰორში სკოლები ერთი კვირით დაიხურა.
ამასთან, ორშაბათიდან, ოფისების თანამშრომლების 50%-ს ასევე სახლებიდან მოუწევთ მუშაობა. ეს მთავრობის ე.წ. „მწვანე ლოკდაუნის“ გეგმის ნაწილია.
ლაჰორი პაკისტანის სიდიდით მეორე ქალაქია, კვირას ის ისტორიაში მეორედ ჩაუდგა ყველაზე ბინძური ჰაერის მქონე ქალაქების სიას. ოფიციალური პირების განცხადებით, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინდოეთთან საზღვარზე ყანებში ხორბლის ნარჩენების დაწვის პრაქტიკა გახდა.