„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
კუბაში, გრანმის პროვინციაში, ბარტოლომე-მასოს მუნიციპალიტეტთან ახლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თავდაპირველად მიწისძვრის სიძლიერემ 5.9 მაგნიტუდა შეადგინა, განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე კი 6.8 მაგნიტუდა იყო.
მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
„მიწისძვრამ გამოიწვია მეწყერი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. დავიწყეთ ზარალის შეფასება. პირველი და მთავარი ამოცანა სიცოცხლის გადარჩენაა“, – განაცხადა კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა.