1779611904
კიევში რუსეთის იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა
კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. დაშავებულია 50 ადამიანზე მეტი. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 1 დაღუპულის შესახებ.
თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაადასტურა, რომ ქალაქ ბელაია ცერკოვზე იერიშისას რუსეთმა „ორეშნიკი“ ტიპის რაკეტა გამოიყენა. მისივე ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 90 რაკეტა, მათ შორის 36 ბალისტიკური და 600 დრონი გაუშვეს.
„რეალურად არაადეკვატურები არიან“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.











