კიბოთი დაავადებული კაპიტნის მხარდასაჭერად შვედმა ფეხბურთელებმა თავი გადაიპარსეს

თავის გადაპარსვა

კიბოთი დაავადებული კაპიტნის მხარდასაჭერად შვედმა ფეხბურთელებმა თავი გადაიპარსეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

საუბარია შვედეთის საფეხბურთო კლუბ კალმარზე. რამდენიმე თვის წინ გუნდის კაპიტანს, მარკუს ჰემანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. თანაგუნდელებმა გადაწყვიტეს, რომ მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად თავადაც გადაეპარსათ თავი.

ვიდეომ ინტერნეტსივრცეში მილიონობით ნახვა დააგროვა.