ავარია

ხორვატიაში მომლოცველებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა - დაიღუპა 11 ადამიანი

ხორვატიის ჩრდილოეთით ავტობუსი თხრილში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ პოლონური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, დიდი რაოდენობით დაშავებულები ზაგრების, ვარაჟდინასა და ჩაკოვცის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუკაშ იასინის განცხადებით, ავარიის შედეგად გარდაცვლილი ყველა ადამიანი პოლონეთის მოქალაქეა. პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავცეკის განცხადებით, ავტობუსში მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოსნია-ჰერცოგოვინის მიმართულებით მიდიოდნენ.

ტრაგედიის დეტალებზე პოლონეთის პრემიერმა ხორვატიის მთავრობის მეთაურ ანცდრეი პლენკოვიჩთან ისაუბრა.