1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ ცნობილია, რომ ეკვადორში ამომრჩეველთა 61%-ზე მეტმა უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების დაბრუნების წინააღმდეგ მისცა ხმა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც მედია წერს, ეს დიდი დარტყმაა პრეზიდენტ დანიელ ნობოასთვის, რომელიც ეკვადორში უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების განთავსების მომხრეა და ამის მიზეზად ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას ასახელებს.
ნობოამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ პატივს სცემს ამომრჩევლის ნებას და გააგრძელებს ქვეყნის გაუმჯობესებისთვის მუშაობას.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანაში საკუთარი სამხედრო ბაზების დახურვიდან 16 წლის შემდეგ, კვლავ შეეძლება ეკვადორში მათი განთავსება.
ეკვადორის წყნარი ოკეანის სანაპიროზე აშშ-ის ყოფილი სამხედრო ბაზა დაიხურა მას შემდეგ, რაც მემარცხენე პრეზიდენტმა, რაფაელ კორეამ გადაწყვიტა, არ განეახლებინა მისი იჯარის ხელშეკრულება და უცხო ქვეყნებს სამხედრო ბაზების კონსტიტუციური აკრძალვა მოითხოვა.
გამოცემა წერს, რომ ეკვადორი, რომელიც ოდესღაც ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა, ბოლო წლებში ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარ ცენტრად იქცა და მისი ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა.