ხარკოვზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

ბუ

ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის - 8 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.

ბოლო მონაცემებით, სარაკეტო დარტყმას ხარკოვზე 8 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი კი 60-ს აღწევს. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხერსონისა და დნიპროს დასახლებულ რაიონებზეც.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ოკუპანტთა იერიშების შედეგად 18 ადამიანია დაღუპული. დაშავდა 130-მდე.