„აიღეთ ვერცხლისფერი ან თეთრი ძაფი, შეიბით მაჯაზე...“ - მთვარის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ
1776709395
ჩილეში, ვალპა-რაიოსის რეგიონში, ტყის ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. როგორც Aljazeera წერს, მეხანძრეები ჯამში ცეცხლის 185 კერას აქრობენ, თუმცა სამუშაოებს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.
დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, ხანძრის შედეგად 30-მდე სახლი დაიწვა. ეროვნული სატყეო ორგანოს ცნობით კი, დამწვარია დაახლოებით 7000 ჰექტარი. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ხანძარზე გავლენას სიცხე და გვალვა ახდენს.
ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა ხანძრის ჩასაქრობად ყველა საჭირო რესურსი იყოს ხელმისაწვდომი.