კენიაში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

კენია

 კენიაში მეწყერს სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. სტიქია კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია, რომელმაც 1000-ზე მეტი სახლი დაანგრია.

სტიქიის რეგიონში სამაშველო სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ოპერაციაში სამხედროები, პოლიცია და ჰუმანიტარული ორგანიზაციები არიან ჩართულები.