,,იქნება ყინვა”- გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი
1762927445
დიდი ბრიტანეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელსაც 200 ათასამდე შოკოლადის კვერცხის ქურდობა ედებოდა ბრალად, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით 48 ათასს დოლარს შეადგენს.
ტელეარხის ცნობით, 32 წლის ჯობი პულმა დანაშაული აღიარა. მან პოპულარული ბრიტანული დესერტი - Cadbury Creme Eggs ტელფორდში მდებარე ერთ-ერთი საწყობიდან მოიპარა.
სამართალდამცველებმა შოკოლადი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც პულის ავტომობილი ერთ-ერთ გზატკეცილზე გააჩერეს. ქურდს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
პულს განაჩენს მარტში გამოუტანენ, მანამდე ის პატმორბაში დარჩება.