„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
არგენტინელ მამაკაცს, ნაღვლის ბუშტის ამოღების ნაცვლად, შემთხვევით გაუკეთეს ვაზექტომია. ამის შესახებ არგენტინული ტელეარხის El Doce-ის ვებგვერდი იტყობინება.
თებერვლის ბოლოს 41 წლის ხორხე ბაშო ბუენოს-აირესის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში წავიდა ნაღვლის ბუშტის ამოღების ოპერაციისთვის. თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა: პაციენტს ხალათი ჩაიცვეს და საოპერაციოში წაიყვანეს. თუმცა, როცა ნარკოზიდან გაიღვიძა, ექთანმა შეატყობინა, რომ მას შეცდომით ვაზექტომია გაუკეთეს. ნაღვლის ბუშტის ამოჭრის საჭირო ოპერაცია კი პაციენტს მომდევნო დღეებში ჩაუტარდა.
მედიის ცნობით, მამაკაცი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი ვაჟი ჰყავს, ქალიშვილზე ოცნებობდა. ის საშინლად გაბრაზდა, და დავა წამოიწყო სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგ.
ექიმებმა დაზარალებულ პაციენტს დაზიანებული სისხლძარღვების აღდგენის მიზნით კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება შესთავაზეს, მაგრამ მისი ასაკის გამო წარმატების შანსი მინიმალურია.
ექიმებმა მას უთხრეს, რომ ხელოვნური განაყოფიერების მეთოდი ეცადა, ამ შეთავაზებამ 41 წლის მამაკაცი კიდევ უფრო გააბრაზა.
საავადმყოფოს თანამშრომლები მომხდარს იმით ხსნიან, რომ ბაშოს ოპერაცია 24 საათით გადაიდო და სამშაბათს კი არა, ოთხშაბათს გაუკეთეს. მათი თქმით, ქირურგები ვაზექტომიის პროცედურებს ოთხშაბათს ატარებენ, სამშაბათს კი ნაღვლის ბუშტს აშორებენ.
„თავს ძალიან გაბრაზებულად და უმწეოდ ვგრძნობ. ვერ ვხვდები, როგორ დაუშვეს ასეთი შეცდომა, რადგან ჩემს სამედიცინო დოკუმენტაციაში გარკვევით ეწერა, რომ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია მჭირდებოდა“ - ამბობს დაზარალებული.
ინფორმაციისთვის: ვაზექტომია არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გულისხმობს თესლის გამომტანი სადინარების ნაწილობრივ ამოკვეთას ან გადაკვანძვას მამაკაცებთან სტერილობის მიღწევის მიზნით.
ასევე ნახეთ:
რა არის ღუმლის უჯრის რეალური დანიშნულება, რომელსაც არასწორად ვიყენებთ