კარგად მომზადებული და თბილად ჩაცმული ჩამოვალ, ერთი სული მაქვს, თქვენთან ერთად ფიკა მივირთვა - მაკრონი შვედეთის პრემიერს

მაკრონი შვედეთის პრემიერს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს პასუხობს.

მაკრონი აცხადებს, რომ შევედეთში კარგად მომზადებული და თბილად ჩაცმული ჩავა.

„ძვიფასო ულფ, მადლობა ინფორმაციისთვის. კარგად მომზადებული და თბილად ჩაცმული ჩამოვალ. ერთი სული მაქვს თქვენთან ერთად ფიკა მივირთვა“, – წერს მაკრონი.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ემანუელ მაკრონს ქვეყანაში მოგზაურობის წინ რამდენიმე რჩევა მისცა.

„ბატონო პრეზიდენტო, მაკრონო, სულმოუთქმელად ველოდები თქვენს ჩამოსვლას, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, გაგაცნოთ რამდენიმე შვედური წესი. შვედეთში ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა: არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს არასწორი ტანსაცმელი და თქვენ ამას მოისმენთ თუ თოვლზე დაიწუწუნებთ. ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო მოვლენა სახელად-ფიკა. თუ ხელიდან გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ დასხდეთ და დალიოთ ყავა, მიირთვათ კანიელბულე, ამას სერიოზული შედეგი მოჰყვება და ბოლოს ჩვენ გვიყვარს რიგში დგომა, თუ გადაახტებით რიგს, ჩვენ გავბრაზდებით, მაგრამ ხმას არ ამოვიღებთ. ჩვენ შეიძლება, მოგწეროთ გაბრაზებული წერილი, შვედებს არ გვიყვარს საჯაროდ სცენების დადგმა. ახლა უკვე თქვენ შვედეთში ჩამოსავლელად სრულიად ხართ მომზადებული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შვედეთში“, – მიმართა ულფ კრისტერსონმა მაკრონს.