კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რომელზეც 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა

კანარის კუნძული

კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რომელზეც 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 27 მათგანის გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით,  ნაპოვნია 9 ცხედარი. 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.