რამდენი დასვენების დღე ექნებათ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულებამდე?
1730565569
კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის სკანდალურ განცხადებას ემიჯნება. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის თქმით, მოქალაქეების კრიტიკა იმის საფუძველზე, თუ ვის აძლევენ ხმას, მისთვის მიუღებელია.
„ნება მომეცით განვმარტო. მტკიცეთ ვეწინააღმდეგები ადამიანების კრიტიკას იმის საფუძველზე, თუ ვის აძლევენ ხმას“, - განაცხადა ჰარისმა.
მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს „ნაგავი“ უწოდა, რის გამოც ის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. კრიტიკის შემდეგ მან სოციალურ ქსელში განმარტება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სიტყვა „ნაგავი“ გამოიყენა კომიკოს ტონი ჰინჩკლიფთან მიმართებაში, მისამართით, რომელმაც ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე პუერტო-რიკოს „ნაგვის მოტივტივე კუნძული“ უწოდა.