კადიროვს ცხენი მოპარეს

კადიროვს ცხენი მოპარეს

ჩეხეთის დასახლება კრაბშიცეში ბოროტმოქმედებმა საცხენოსნოდან 16 წლის ინგლისური ჯიშის ცხენი მოიპარეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ცხენის სახელია ზაზუ და მისი მფლობელი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია. ცხენის ფასი 19 ათასი დოლარია. პოლიცია გამოძიებას ატარებს. ცხენი, ისევე როგორც კადიროვის სხვა ქონება, სანქციების გამო დაყადაღებული იყო. 

კადიროვმა ზაზუ 2012 წელს გერმანიაში შეიძინა. ამის მიზანი დუბაის თასში მონაწილეობა იყო, რომლის საპრიზო ფონდი 30,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ცხენმა 36 ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მისმა მოგებამ, 1,2 მლნ ევრო შეადგინა.

✕