1752349956
ჯოდი ფოსტერი შვილებს, დიდი ხნის განმავლობაში, უმალავდა, რომ მსახიობი იყო

ჯოდი ფოსტერმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ შვილებს დიდი ხნის განმავლობაში პროფესიის შესახებ სიმართლეს არ ეუბნებოდა.
ჯოდიმ კარიერის დაწყებიდანვე არაერთი როლით მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. მსახიობმა პირველი ნომინაცია Taxi Driver-ში შესრულებული როლისთვის მიიღო. The Silence of the Lambs-ში შესრულებულმა დეტექტივის როლმა კი ჯოდის დიდი აღიარება მოუტანა.
„როგორც ვხვდები, არ მინდოდა, ჩემს შვილებს ამ მხრივ გავეცანი. მინდოდა, რომ მათთვის ვყოფილიყავი დედა და ადამიანი, რომელიც უბრალოდ სამსახურში მიდის. არ მინდოდა, იმის გაგებისას დაბნეულიყვნენ, თუ როგორ გამოვიმუშავებ თანხას", - განაცხადა ჯოდი ფოსტერმა.
ჯოდი ფოსტერმა ისიც აღნიშნა, რომ თავისი უფროს შვილს, ჩარლის, დიდი ხნის განმავლობაში მშენებელი ეგონა. იმის მიუხედავად, რომ ჯოდის შვილები, ჩარლი და კიტი, დღეს უკვე დიდები არიან და დედის პროფესიის შესახებ ყველაფერი იციან, ჯოდი თქმით, მისი მონაწილეობით ფილმებს მაინც არ უყურებენ.
შეგახსენებთ, რომ ჯოდი ფოსტერი ამჟამად True Detective-ის მე-4 სეზონში მონაწილეობს, რომლის პრემიერაც 14 იანვარს შედგა.
ასევე ნახეთ:
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს