ჯო ბაიდენმა პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

ბაიდენის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ „აუტანელ დონეს“ მიაღწია.

„დასავლეთ სანაპიროზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით ძალადობის მაღალმა დონემ, ხალხის იძულებით გადაადგილებამ და ქონების განადგურებამ, მიაღწია აუტანელ დონეს და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.

სანქციები ისრაელის ოთხს მოქალაქეს აშშ-ის ქონებასა და აქტივებზე წვდომას დაუბლოკავს. ამასთან, მათ ხელი შეეშლებათ ამერიკული ფინანსური სისტემის გამოყენებაში.