„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
აშშ-ში, იუტაში მცხოვრები 11 წლის როსილი სახლთან მდებარე სათამაშო მოედნის მოწყობით უკმაყოფილო იყო. ერთ დღესაც მან გადაწყვიტა, პარკის გეგმა თავადვე შეედგინა და ქალაქის ოფიციალური პირებისთვის გადაეცა. როსილს იდეის შესრულებაში მშობლები დაეხმარნენ. საბოლოოდ, მერიამ გოგონას პროექტი დაამტკიცა და მოედანი მისი დიზაინის მიხედვით მოაწყო.
ადგილობრივ ხელისუფლებას როსილმა ფურცელზე ფანქრით შესრულებული ნახატი მიუტანა. მართალია, ერთი შეხედვით მისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა რთული ჩანს, მაგრამ მერიის თანამშრომლებმა არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის დახმარებით როსილის თხოვნა მაინც აასრულეს.
როგორც გოგონა თავად ამბობს, სათამაშო მოედნის კეთილმოწყობას ის მრავალი წელი ელოდა, მაგრამ რადგან მედიამ დროული ყურადღება ვერ გამოიჩინა, უმცროსი დების, მეგობრებისა და თავისთვის ჩანახატი თავადვე შექმნა. ოფიციალური პირები კომენტარში ამბობენ, რომ როსილი კარგი მაგალითია სხვა მოქალაქეებისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფომ და ხალხმა პოზიტიური ცვლილებებისთვის ერთად უნდა იმუშაოს.