იტალიაში ზვავს გერმანელი მთამსვლელები ემსხვერპლნენ

იტალია

იტალიის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ხუთი გერმანელი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი შაბათს, ციმა ვერტანას მთაზე ასასვლელად გაემგზავრნენ.

მედიის ცნობით, ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც მთამსვლელები მწვერვალისკენ მიემართებოდნენ. მაშველებმა ორი კაცისა და ერთი ქალის ცხედარი შაბათს იპოვეს, ხოლო კიდევ ორი დაღუპული, მამა და მისი 17 წლის ქალიშვილი, კვირას.

უვნებლად გადარჩა კიდევ ორი მთამსვლელი.