პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1752496100
2024 წლის 18 იანვარს იტალიის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც უფრო მკაცრი ჯარიმების შემოღებას ითვალისწინებს მათთვის, ვინც აზიანებს ძეგლებსა და კულტურულ ობიექტებს.
Reuters-ის ცნობით, კანონპროექტი 40 ათას ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს მათთვის, ვინც დააზიანებს ძეგლებს, ხოლო 60 ათას ევრომდე კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შემთხვევაში. ამჟამინდელი ჯარიმები 1500-დან 15 ათას ევრომდე მერყეობს.
იტალიის კულტურის სამინისტროს შეეძლება შემოსული თანხა გამოიყენოს დაზიანებული ობიექტების დასუფთავებისა და შეკეთებისთვის. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იტალიაში მიღებულ კანონპროექტს მეტსახელად „ეკოვანდალების შესახებ კანონი“ ეწოდა.
მისი აქტიური პოპულარიზაცია მას შემდეგ მოხდა, რაც გარემოს დაცვის აქტივისტებმა დაიწყეს საღებავის სროლა ან სხვაგვარად დაზიანება ძეგლებზე, ისტორიულ შენობებსა და ხელოვნების ნიმუშებზე, მათ შორისაა ტრევის შადრევანი რომში, Palazzo Vecchio ფლორენციაში და La Scala ოპერის სახლი მილანში.
ამასთან, ტურისტებიც სულ უფრო მეტად ცუდად ექცევიან ისტორიულ ძეგლებს. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ტურისტებმა სულ მცირე სამჯერ მოხატეს ცნობილი რომაული კოლიზეუმი.
ასევე ნახეთ:
სად, როგორი ამინდი შენარჩუნდება დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752607860