1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტამა ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იბრძოლოს მანამ, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება და მძევლები არ დაბრუნდებიან.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს მოქმედება ომის მიზნების მიღწევამდე, კერძოდ, ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების განადგურება და მძევლების დაბრუნება.
მინისტრმა ამერიკელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ომში განვითარებულ ოპერატიულ მოვლენებზე, მათ შორის მიღწევებზე ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებისა და „ჰამასის“ ტერორისტების ლიკვიდაციის კუთხით.
გალანტმა ასევე ისაუბრა იმ საფრთხეზე, რომელსაც „ჰეზბოლა“ წარმოადგენს ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე.