1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ისრაელმა განზრახ აირჩია, გაეფართოებინა თავისი აგრესია, რათა განეხორციელებინა წინასწარ მომზადებული გეგმები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ლიბანში, – ამის შესახებ კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ განაცხადა.
დოჰაში კატარის შურას საბჭოს გახსნისას ალ-ტანიმ აღნიშნა, რომ ლიბანის საზღვარზე ესკალაციის შესაჩერებლად ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა არის ომის შეჩერება ღაზაში.
„განადგურება არ იმუშავებს გამძლე პალესტინელ ხალხთან, რომელიც იცავს თავის ლეგიტიმურ უფლებებს“, – განაცხადა კატარის ემირმა.
კატარი მთავარი შუამავალია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის მცდელობებში.