ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 190 ადამიანი ემსხვერპლა - ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური

ღაზის სექტორში გაეროს კიდევ ექვსი თანამშრომელი მოკლეს

ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 190 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ბოლო ერთ დღეში არაბულ ანკლავში დაბომბვისა და სხვა სახის საბრძოლო მოქმედებების შედეგად 340 ადამიანი დაშავდა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, საერთო ჯამში, საომარი მოქმედებების გამო 25 295 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 63 000 კი დაშავდა. პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამად შტაიემ მსოფლიოს მოუწოდა, განიხილონ ისრაელისთვის სანქციების დაწესება.