,,იქნება ყინვა”- გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი
1762927445
ისრაელის მოქალაქეებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა საწყობებს ცეცხლი წაუკიდეს. დაშავებულია რამდენიმე პალესტინელი. შემთხვევა ბედუინების სოფელში, დეირშარაფში მოხდა, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ასევე ბეით ლიდშიცეცხლი წაუკიდეს სატვირთოებს.
პალესტინური მხარის განცხადებით, ამ თავდასხმების მიზანია, შექმნან მტრული გარემო და დააშინონ ადგილობრივი პალესტინური მოსახლეობა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამხედროები გაგზავნეს, რომელთაც განმუხტეს დაძაბულობა და ისრაელის ოთხი მოქალაქე დააკავეს.
მომხდარი დაგმო ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა.
გაერო-ს ჰუმანიტარული სააგენტოს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში გახშირებული მსგავსი თავდასხმების რიცხვი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. მხოლოდ ოქტომბერში, 260-ზე მეტი თავდასხმა იქნა აღრიცხული ისრაელელი ახალმოსახლეების მხრიდან, რის შედეგადაც ზიანი მიადგათ, როგორც პალესტინელ პირებს, ასევე მათ საცხოვრებელ სახლებს.
აღსანიშნავია, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპირების შემდეგ, ისრაელმა 160-მდე დასახლება ააშენა, სადაც 700 000-მდე ებრაელი დასახლდა. ეს დასახლებები საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონოდ არის ცნობილი.