1728156496
ირანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გუშინდელი თავდასხმის სამიზნე ისრაელის დაზვერვის შენობები და სამი სამხედრო ბაზა იყო, ოპერაცია კი, 90-პროცენტიანი წარმატებით ჩატარდა
ირანის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე ისრაელის დაზვერვის სამსახურის შენობები და სამი სამხედრო ბაზა იყო, – ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა, აზიზ ნასირზადემ განაცხადა.
ირანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება“ განხორციელდა 90-პროცენტიანი წარმატებით და სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო სამართალთან.
აზიზ ნასირზადეს განცხადებით, ირანის სამიზნეებს შორის სამოქალაქო ობიექტები არ ყოფილა.
თეირანში აცხადებენ, რომ ოპერაცია განხორციელდა ისრაელის მიერ „ჰამასის“ მეთაურის, ისმაილ ჰანიეს, „ჰეზბოლას“ ლიდერის, სეიედ ჰასან ნასრალას და „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის, აბას ნილფორუშანის მკვლელობის საპასუხოდ.