ირანის მედია ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება, ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც

ji

 ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად, ირანის რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა.

როგორც „ბიბისი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, დღეს დილით ისრაელის მიერ განხორციელებული პირველი დარტყმების შედეგად, დაიღუპნენ ბირთვულ საკითხში მეცნიერები ფერეიდუნ აბასი-დავანი და მოჰამედ მეჰდი თეჰრანჩი.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი.

ირანის სახელმწიფო მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა, დაღუპულთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია.