ინგლისში, მატარებელში თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ინგლისი

 ინგლისში, დონკასტერიდან ლონდონში მიმავალ მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, 9 მათგანს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები აქვს.

მატარებელი საგანგებოდ ჰანტინგტონის სადგურზე გაჩერდა, ადგილზე ათობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული. ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 2 ადამიანი. ბრიტანული სატრანსპორტო პოლიციის განცხადებით, გამოძიებაში კონტრტერორისტული განყოფილების თანამშრომლები ჩაერთვებიან.

ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივების შესახებ არაფერია ცნობილი. ერთ-ერთმა თვითმხილველმა BBC-ს განუცხადა, რომ დაინახა, როგორ გამოიქცა ვაგონიდან კაცი დასისხლიანებული ხელით, რომელიც ყვიროდა: „მათ დანა აქვთ“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თავდასხმას „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა და მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების რჩევების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.