ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
1762967493
ინდოეთმა დედაქალაქ დელიში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. როგორც მედია წერს, ქვეყნის მინისტრთა ფედერალურმა კაბინეტმა შესაბამისი რეზოლუცია უკვე მიიღო.
ამასთან, ინდოეთის დაზვერვის წარმომადგენელმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა, რომ წინასწარი გამოძიების თანახმად, დელიში აფეთქების უკან მდგომ პირებს პაკისტანში დაფუძნებული ჯგუფები უწევდნენ ლოგისტიკურ მხარდაჭერას.
„როგორც ჩანს, რეალური დამნაშავეები იყვნენ ადგილობრივი და თვითრადიკალიზებული პირები, რომლებიც გეგმებს თავად აწყობდნენ“, – განაცხადა ინდოეთის დაზვერვის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, დელიში წითელი ფორტის ციტადელთან ავტომობილი 10 ნოემბერს აფეთქდა, რა დროსაც რვა ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 20 კი დაშავდა. აფეთქების შედეგად, ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომობილებზე გავრცელდა.