1726679270
ილონ მასკმა დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა და მისთვის დაფინანსების მოპოვების პროცესში ჩაერთო
ილონ მასკმა დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა და დაიწყო ჩართულობა რესპუბლიკელების კანდიდატისთვის დაფინანსების მოპოვების პროცესში. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, მას ორშაბათს ილონ მასკთან ინტერვიუ ექნება. ამასთან, ტრამპმა ილონ მასკს მისთვის მხარდაჭერის გამოცხადების გამო „გაბედული“ უწოდა.
სად გაიმართება ინტერვიუ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მისი ყურება შესაძლებელი იქნება ილონ მასკის სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს კომუნისტი უწოდა. მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც კამალა ჰარისის რამდენიმე გამოსვლაა გაერთიანებული. ჰარისი აღნიშნულ გამოსვლებში მთავარ ყურადღებას თანასწორობაზე და თანასწორობისთვის ბრძოლაზე ამახვილებს.