იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ თავდასხმებს წითელ ზღვაში გემებზე - CNN

იემენელი ჰუსიტები

იემენელი ჰუსიტების პოლიტიკური ბიუროს წევრმა, ჰიზამ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ჰუსიტები გააგრძელებენ თავდასხმებს წითელ ზღვაში გემებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

"ჩვენი საზღვაო ძალების ოპერაციები წითელ და არაბეთის ზღვებში გაგრძელდება. სამიზნე ისრაელის გემებია", - აღნიშნა ჰიზამ ალ-ასადმა.

"ვიდრე ღაზაში ამერიკული სიონისტური აგრესია და ჩვენი ხალხის ალყაში მოქცევა გაგრძელდება, თავდასხმები არ შეჩერდება", - დასძინა მან.

მანამდე აშშ-მა მოძრაობა „ანსარ ალაჰი“, ცნობილი იემენელი ჰუსიტების სახელით, ტერორისტთა გლობალურ სიაში ხელახლა შეიყვანა.

12 იანვარს, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე.