1740477955
„ჰამასმა“ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა

„ჰამასმა“ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა. როგორც „ბიბისი“ წერს, ისრაელი ამოწმებს დნმ-ის ნიმუშებს, რათა დაადასტუროს, რომ ესენი არიან შლომო მანსური, ოჰად იაჰალომი, ცაჩი იდანი და იცხაკ ელგარატი, რომლებიც „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს გაიტაცა.
ისრაელს ჯერ არ დაუდასტურებია გაცვლის ფარგლებში დაბრუნებულ ოთხ ცხედარზე ჩატარებული დნმ-ის ტესტების შედეგები.
მძევლების ცხედრების სანაცვლოდ, ხუთშაბათს დილით ისრაელმა დაიწყო 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება, რომელთაგან ათეულობით უკვე დაბრუნდა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში, სადაც მათ ხალხი შეძახილებით დახვდა.
ეს იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის საბოლოო გაცვლა, რომელიც პირველ მარტს უნდა დასრულდეს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ფაზაში „ჰამასმა“ ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და რვა მძევლის ცხედარი გადასცა. სანაცვლოდ, „ჰამასმა“ 1 900-მდე პალესტინელი პატიმარი მიიღო.