1726155023
„ჰამასი“ ერთი ისრაელელი მძევლის მკვლელობისა და ორის დაჭრის შესახებ იუწყება
„ჰამასი“ ერთი ისრაელელი მძევლის მკვლელობისა და ორის დაჭრის შესახებ იუწყება. დაჯგუფების სამხედრო ფრთის სპიკერმა განცხადება ინტერნეტში გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ისრაელელი მამაკაცი მისმა მცველმა მოკლა, ხოლო ორი ქალი მძიმედ დაშავდა ღაზაში მომხდარი ორი ცალკეული ინციდენტის დროს.
„ჰამასის“ წარმომადგენელი მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შექმნილია კომიტეტი, რომელიც შემთხვევას გამოიძიებს და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამასთან, უბაიდამ აღნიშნა, რომ ორი დაჭრილი მძევლის გადარჩენას ცდილობენ.
ეს „ჰამასის“ მხრიდან ისრაელელი მძევლის მკვლელობის აღიარების პირველი შემთხვევაა.