გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას, ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი წერს.

როგორც ფაშინიანი წერს, მოუთმენლად ელოდება ტრამპთან თანამშრომლობას.

„ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას, რათა ავაშენოთ სომხეთისა და აშშ-ის სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და ინტერესებზე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.