გოაზე ღამის კლუბში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

გოა

 ინდოეთში, გოაზე, ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ცხედრების უმეტესობა სამზარეულოსთან აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაღუპულების დიდი ნაწილი კლუბის თანამშრომელია. მათივე ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის რამდენიმე ტურისტია.

6 დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება, მათი ვითარება სტაბილურია.

ხანძარი სავარაუდოდ სამზარეულოში გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.