პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გლობალური კონფლიქტის საფრთხე სერიოზული და რეალურია. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტუსკი გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური ექსპერიმენტული რაკეტით განხორციელებულ თავდასხმას.
„ომი აღმოსავლეთში გადამწყვეტ ფაზაში შედის. კონფლიქტი დრამატულ პროპორციებს იძენს. ბოლო რამდენიმე ათეული საათი აჩვენებს, რომ გლობალური კონფლიქტის საფრთხე სერიოზული და რეალურია“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა მასწავლებელთა კონფერენციაზე გამოსვლისას.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, დარტყმა იყო პასუხი აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრინისთვის დასავლური იარაღის რუსეთზე დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვის გაცემაზე. პუტინის თქმით, ამ ნაბიჯმა კონფლიქტს გლობალური ხასიათის ელემენტები შესძინა.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის სარაკეტო დარტყმა მორიგი ესკალაცია უწოდა საომარ მოქმედებებში ჩრდიკორეელი სამხედროების ჩართვის შემდეგ.