ღაზის სექტორში, ბოლო 24 საათში, ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 104 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზა

 ღაზის სექტორში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 104 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელის სამხედროებმა უპილოტო აპარატით ქალაქ ხან იუნისში მდებარე იძულებით გადაადგილებული პალესტინელების კარავი დაბომბეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ღაზაში 90-მდე ტერორისტულ სამიზნეს დაესხნენ თავს.