ღაზაში გასული დღის განმავლობაში ისრაელელი სამხედროების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაიღუპა

ღაზა

გასულ დღეს ღაზის სექტორში 24 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა, რაც ომის დაწყვებიდან ერთი დღისთვის ყველაზე მაღალი რაოდენობაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 21 სამხედრო აფეთქების შედეგად დაიღუპა. როგორც „ცაჰალის“ პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განმარტა, „ჰამასის“ მებრძოლებმა ტანკს ჭურვი ესროლეს, ამავდროულად 2 შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომლებიც სამხედროებმა მათი დემონტაჟის მიზნით დაამონტაჟეს. შენობები სამხედროებს თავზე ჩამოენგრათ.

„მომხდარის დეტალებზე გამოძიებაა დაწყებული, რომელმაც აფეთქების მიზეზი უნდა დაადგინოს“, - განაცხადა ჰაგარიმ.

კიდევ სამი სამხედრო კი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში დაიღუპა.