ღაზაში, გაეროს თავშესაფარზე თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა

ღაზა

ხან იუნისში, გაეროს ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, 75 კი დაშავდა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხან იუნისის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას, სადაც 800 ადამიანი აფარებდა თავს, ორი სატანკო ჭურვი მოხვდა.

მომხდარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოეხმაურნენ. დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა თავდასხმას „წარმოუდგენლად შემაშფოთებელი” უწოდა და განაცხადა, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს.