გერმანიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იორგ კუკისი დაიკავებს

იორგ კუკისი

თანამდებობას იკავებდა.

როგორც გერმანული მედია წერს, იორგ კუკისს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავარ მრჩევლად მიიჩნევენ ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში.

კუკისი არის ეკონომისტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ში მუშაობდა. ამასთან, იგი იყო ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის შედეგადაც ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა.

შოლცმა მინისტრი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ მინისტრმა კანონები არასათანადოდ არაერთხელ დაბლოკა.