რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1776285706
დღეს გერმანიაში, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებიც გაფიცვაა დაგეგმილი. გაფიცვაში ავტობუსების, ტრამვაის და მეტროს მემანქანეები მიიღებენ მონაწილეობას.
მედიის ცნობით, გაფიცვა ეხება თითქმის ყველა ფედერალურ შტატს, ბავარიის გარდა.
ტრანსპორტის პროფკავშირები თავისი 90 ათასი წევრისთვის ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
ბრანდენბურგში გაფიცულები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ანაზღაურების მატების გარდა, როკავშირები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მემანქანეებისთვის სამუშაო საათების შემცირებასაც ითხოვს.