გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ანდერძით მიღებული მილიონი დოლარი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაურიცხა

zalujni

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინული წარმოშობის ამერიკელი გრიგორი სტეპანეცის ანდერძით დატოვებული მილიონი დოლარი მიიღო.

გენერალმა მთლიანი თანხა უკრაინის არმიას გადაურიცხა. ინფორმაცია The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, 1 მილიონი დოლარი, ანდერძით, უკრაინული წარმოშობის აშშ-ს მოქალაქისგან მიიღო.