წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1747074305
გამოკითხული გერმანელების უმრავლესობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას უჭერს მხარს.
Infratest-Dimap-ის მიერ ARD Deutschlandtrend-სთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 65% ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს.
გერმანელების 33% თვლის, რომ არჩევნების ჩატარების უკეთესი ვადაა მარტი, როგორც ამას კანცლერი ოლაფ შოლცი გეგმავს.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, არჩევნები თუ დაუყოვნებლივ ჩატარდებოდა, უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ შეუძლია ხმების 34% მიიღოს; „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 18%; შოლცის სოციალ-დემოკრატებს კი, 16%; „მწვანეებს“ – 12%; სარა ვაგენკნეხტის ალიანსს 6%.
მედია წერს, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში „თავისუფალი დემოკრატები“ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდნენ.
კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების 30% მხარს უჭერს ვადამდელი არჩევნების მარტში ჩატარებას, მაგრამ 54% მომხრეა, რომ ეს უფრო სწრაფად უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.