მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ
1740592521
ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) კანცლერობის კანდიდატი ფრიდრიხ მერცი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები მერცმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ერთად ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ დიდი საქმეების მიღწევა ევროპისთვის“, – დაწერა გერმანელმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში.
მერცმა ასევე მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს მეგობრობისთვის და გერმანულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი ნდობისთვის.
როგორც მედია წერს, მოსალოდნელი იყო, რომ ვიზიტის დროს განხილული იქნებოდა აშშ-ის პოლიტიკის ბოლოდროინდელი ცვლილებები უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხები.
ელისეს სასახლემ განაცხადა, რომ მაკრონს და მერცს ჰქონდათ სამუშაო ვახშამი, თუმცა შეხვედრის სხვა დეტალები არ გაუმხელიათ. მედიის ცნობით, შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1740598200