შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
ფინეთის მთავრობამ რუსეთთან საზღვრის გახსნა 14 აპრილამდე გადადო. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განაცხადა.
"საზღვრის რუსული მხარის მახლობლად არის სულ მცირე ასობით, მაგრამ ალბათ ათასობით მიგრანტი, რომელიც ელოდება შესაძლებლობას გააგრძელოს მოგზაურობა ფინეთში", - განაცხადა რანტანენმა.
ფინეთმა რუსეთს საზღვრები, მიგრანტების მზარდი რაოდენობის გამო, გასული წლის ბოლოს დახურა და მოსკოვი მიგრანტების საზღვრამდე მიყვანაში დაადანაშაულა, რასაც კრემლი, ამ დრომდე, უარყოფს.
ფინეთის სასაზღვრო ორგანოს ცნობით, გასული წლის აგვისტოდან დეკემბრამდე, რუსეთიდან ფინეთში სულ 1323 თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა.