წყალი 12 საათით შეწყდება - GWP ინფორმაციას ავრცელებს
1765307669
უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სამი ცალკეული დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.
როგორც სტუბმა განმარტა, პირველი არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება.
ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს არიან.
„საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს იმით, სად ვართ ახლა“, – განაცხადა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტის თქმით, მეორე დოკუმენტი, რომლის განხილვაც მიმდინარეობს, ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, რაც, მისივე თქმით, ე.წ. მსურველთა კოალიციის შექმნას ითვალისწინებს.
როგორც ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მესამე დოკუმენტი უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციას ეხება. სტუბის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობა ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.